რუტეს სჯერა, რომ ტრამპს შეუძლია მიაღწიოს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას
ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს „სრული ნდობა“ აქვს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლებლობების მიმართ, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე აღნიშნა, რომ არ სჯერა, ტრამპი ძალიან ენდობოდეს პუტინს.
“ის ძალიან კარგად იცნობს პრეზიდენტ პუტინს, მისი პირველი ვადიდან მოყოლებული. ასე რომ, მან იცის, როგორ უნდა დაარწმუნოს, რომ შეძლებს გარიგების მიღწევას. მე ამის სრული რწმენა მაქვს”, – თქვა მან.
რუტემ თქვა, რომ მისთვის „საოცარი“ შედეგია, უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირების შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე.