რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა. ამის შესახებ CNN-ი რუსულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსულმა წყარომ, რომელიც იცნობს საუბარს, განუცხადა CNN-ს, რომ მან „ძალიან კარგად“ ჩაიარა“, – ნათქვამია არხის განცხადებაში.
მანამდე თეთრი სახლის თანაშემწემ და შტაბის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყო.