თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
საბურთალოს რაიონში, ქვესადგურ „დიღომი-2“-ში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების 284 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და ფარნავაზის ქუჩების 502 აბონენტს, 11:00-დან 15:00 საათამდე კი დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების 439 აბონენტს.
სამგორის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და ვარკეთილის მასივის X კვარტლის 762 აბონენტს, 11:00-დან 14:00 საათამდე ბოგდან ხმელნიცკის, იორის და სამასი არაგველის ქუჩების 140 აბონენტს.
ვაკის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის 75 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III და IV მიკრორაიონების 999 აბონენტს.
გლდანის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, სარაჯიშვილის და ჭედიას ქუჩების 67 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ასათიაის, ლერმონტოვის, კრწანისის, კოსტავას და ქუჩიშვილის ქუჩების 1042 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების 200 აბონენტს.
დიდგორის რაიონში ქვესადგურ „ტაბახმელაში“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას 194 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
“თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.