ჯო ბაიდენი თავს უკეთესად გრძნობს
COVID-19-ით ინფიცირებული, შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავს უკეთესად გრძნობს, – განაცხადა თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში, აშიშ ჯამ.
Reuters-ს ჯამზე დაყრდნობით წერს, რომ 23 ივლისს ჯო ბაიდენის მდგომარეობა უკვე იყო დამაკმაყოფილებელი.
აღნიშნულია, რომ ამერიკელ ლიდერთან „მჭიდრო კონტაქტში“ 17 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, არცერთ მათგანს ვირუსი ჯერჯერობით დადასტურებული არ აქვს.
მანამდე, ვაშინგტონში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი დაავადების მიუხედავად აგრძელებს მუშაობას – დღეში რვა საათზე მეტს.
ჯო ბაიდენს კორონავირუსი 21 ივლისს დაუდასტურდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი დღეში 8 საათს მაინც მუშაობს.
You sent
მედიაჰოლდინგზე შედი აბა ვერ შევდივარ?