პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში.

ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები