„ჩემი ფანჯრიდან“ – ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და თეატრალური წარმოდგენა გაიმართება

24 ივლისს, 19:30 საათზე, დედა ენის ბაღში, თეატრალური წარმოდგენა გაიმართება და ფოტოკონკურსის –  „ჩემი ფანჯრიდან“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
„შევიკრიბოთ დედაენის ბაღში, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის აშენებულ „ოთახში“. გავიხედოთ ფანჯრებიდან და გადავწყვიტოთ, როგორი სამყაროს ხილვა გვენდომებოდა მომავალში – სუფთა და ჯანსაღი პლანეტის, თუ დაბინძურებული, პლასტიკითა და ტოქსინებით მოწამლული სივრცის.
დავესწროთ თეატრალურ პერფორმანსს და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება სულ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.
დავათვალიეროთ ფოტოგამოფენა და გავეცნოთ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებს.
ერთად გამოვავლინოთ ფოტოკონკურსის „ჩემი ფანჯრიდან“ გამარჯვებულები და ერთად გავაღოთ ფანჯარა რეალური ცვლილებებისთვის.
გარემოსდაცვითი კამპანიის „ჩემი ფანჯრიდან“ პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო მხარდამჭერები – გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი/GEF და კავკასიის ბუნების ფონდი/CNF.
კრეატიული იდეის ავტორია ფოტოგრაფი ლევან ქაშიბაძე.
ფოტოკონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ:
„ფარმადეპო“ – ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკა, „ბოდი შოპის“ ბრიტანული ვარდის სასაჩუქრე ნაკრებით.
„თრიფი“ – ორიგინალური და ფერადი სამაჯურების კომპლექტი.
„უსადენო ყურსასმენები“ – პრიზი ფოტოგრაფ ლევან ქაშიბაძის რჩეულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები