ირაკლი კობახიძე – კელი დეგნანზე: როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა, მაგრამ ეს არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა

ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ, არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და ეს არ კეთდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა.

„ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან ორ თემაზე: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა. ასევე, ჩვენი კოლეგის, პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე კითხვა, ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ ეს საკითხები როგორც კი საჯარო ხდება, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა. როდესაც შეკითხვები ისმება, აქ შეიძლება პასუხები მარტივად გაიცეს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები