აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
”დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა COVID-19-ზე დადებითი პასუხი მიიღო”, – თქვა მან და დასძინა, რომ წინა ტესტი, რომელიც 20 ივლისს გაკეთდა, უარყოფითი იყო.
ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პირველი პირს დაავადების “ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს”.
მისივე თქმით, ქვეყნის მეთაური დისტანციურად იმუშავებს.
გასულ კვირას ჯო ბაიდენს ისრაელსა და საუდის არაბეთში ჰქონდა ვიზიტები, 20 ივლისს კი ის მასაჩუსეტსის შტატში ამომრჩეველთან შესახვედრად იმყოფებოდა. 19 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პირველ ლედის, ელენა ზელენსკას უმასპინძლეს.