ოკუპანტებმა კრამატორსკი დღეს უკვე მეორედ დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს, არის მსხვერპლი.
ამის შესახებ კრამატორსკის მერმა, ალექსანდრე გონჩარენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“დარტყმა კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე. არის მსხვერპლი. ადგილზე მაშველები მუშაობენ”, – დაწერა მან.
ოკუპანტებმა კრამატორსკი დღეს უკვე მეორედ დაბომბეს. გამთენიისას სარაკეტო იერიში ადგილობრივ ქარხნებზე იყო მიტანილი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.