პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია. მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას.

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები