“მზად ვართ, ადვილად ავიღოთ კიევი და ნატო-ს ქვეყნები” – კადიროვი
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი დარწმუნებულია, რომ ჩეჩენ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან, კიევის მარტივად აღება შეუძლიათ. მეტიც, მისი თქმით, რუსეთის მთავარსარდლის შესაბამისი განკარგულების შემთხვევაში, ისინი ნატო-ს ქვეყნებსაც დაიპყრობენ.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
„დღეს მსოფლიოში რუსეთის გარდა ვერავინ შეეწინააღმდეგება იმ ჯოჯოხეთურ სისაძაგლეს, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს. მე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი მთავარსარდლის, რომელმაც მიიღო ასეთი სწორი გადაწყვეტილება და მოგვცა საშუალება, მივიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა ბრძოლაში სატანიზმის წინააღმდეგ. ბრძანების შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ – უფრო შორს წავიდეთ, ადვილად ავიღოთ კიევი და ნატო-ს ქვეყნები. ჩვენს ქვედანაყოფებს, რომლებიც ნამდვილ ბრძოლებში არიან გამოცდილნი, მსოფლიოს ვერცერთი არმია ვერ აღუდგება. გვაქვს გამოცდილება, არსენალი, რწმენა, პატრიოტიზმი, იდეა და სიმართლე! დასავლეთს ჯერ არ ესმის, რამდენად ძლიერები ვართ!“, – განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის მეთაურმა დასძინა, რომ მათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მხოლოდ ერთი ბრძანება უნდათ: „ჩვენ მზად ვართ, დავამარცხოთ დასავლური სახელმწიფოების ცრუ-დემოკრატიული, ფსევდოლიბერალური და სამხედრო-ბარბაროსული კამპანია, რომლებიც ხრწნიან მსოფლიო საზოგადოებას. რუსეთთან ბრძოლა – ჰოლივუდური “ბოევიკების” გადაღება კი არ არის. მოამზადეთ თეთრი დროშები! ჯერ სერიოზულადაც არ დაგვიწყია რამე!”