“ირპინში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსია შესაკეთებელი, 40 კი დემონტაჟს საჭიროებს” – ქალაქის მერი

რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შემდეგ, კიევის რეგიონის ქალაქ ირპინში თითქმის 100 საცხოვრებელი კორპუსი და 1183 კერძო სახლი დაზიანდა და შეკეთებას საჭიროებს.

ამის შესახებ ირპინის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ტელეეთერში თქვა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 40 მრავალსართულიანი კორპუსის და 1500 კერძო სახლის დემონტაჟია საჭირო.

მან დასძინა, რომ კომუნალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალაქში გათბობის სეზონი დროულად დაიწყოს.

„მიმდინარეობს ქსელების შეკეთება, ცენტრალური ქვაბების შეკეთება, ირპინი დროულად მომზადდება გათბობის სეზონისთვის“, – განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები