უკრაინელი ტელეწამყვანი ომში დაიღუპა

უკრაინელი ტელეწამყვანი, ქარიმ გულამოვი, რომელიც მუსიკალურ არხ M1-ზე მუშაობდა, ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა.

მეგობრები და თანამშრომლები წამყვანს სოციალურ ქსელში უსამძიმრებენ.

ქარიმ გულამოვი ობუხოვში დაიბადა, მაგრამ ბოლო დროს ის ირპინში ცხოვრობდა.

გულამოვი ომის დაწყების პირველივე დღიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და მტრის წინააღმდეგ იბრძოდა.

26 ივლისს ის 35 წლის გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები