“შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დარჩით სახლებში” – რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს.

ამის შესახებ ნიკოპოლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ევტუშენკომ დაწერა.

“ქალაქი ნიკოპოლი დაიბომბა, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, დარჩით სახლები”, – დაწერა მან.

ნიკოპოლის მერმა, ალექსანდრე საიუკმა განმარტა, რომ „დეტალები ზუსტდება, მოგვიანებით შეგატყობინებთ“.

მან ასევე მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ, სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ამჟამად არცერთი ფოტო- და ვიდეოკადრის გავრცელება მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები