Yeni Şafak: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი შესაძლოა, უკვე მომავალი კვირიდან მოეწყოს
შავი ზღვის გავლით უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის დერეფანი შესაძლოა, მომდევნო კვირიდან ამოქმედდეს.
ამის შესახებ თურქული გამოცემა – Yeni Şafak წერს.
როგორც აღინიშნება, 13 ივლისს სტამბოლში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა, რომ მოლაპარაკება “პოზიტიური და კონსტრუქციული” იყო და ყველა მხარე შეთანხმდა, რომ, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნება.
აკარმა თქვა, რომ უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირები თურქეთში მომავალ კვირას კვლავ შეიკრიბებიან, რათა მოხდეს დეტალების დაზუსტება და საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა.