უკრაინაში 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, უკრაინელმა სამხედროებმა 38 ათასი რუსი ოკუპანტის ლიკვიდირება შეძლეს, ბოლო ერთ დღეში 130 რუსი ჯარისკაცია დაღუპული.
განახლებულ სტატისტიკას უკრაინის გენერალური შტაბი აქვეყნებს.
ასევე, საოკუპაციო ჯარების მატერიალურ დანაკარგს შორის არის: 1672 ტანკი; 3866 ჯავშანტექნიკა; 842 საარტილერიო სისტემები; 247 საზენიტო-სარაკეტო სისტემა; 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 220 თვითმფრინავი; 188 ვერტმფრენი; 681 დრონი; 155 ფრთოსანი რაკეტა; 15 გემი/ნავი; 2731 საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა; 67 სპეციალური ტექნიკა.