“რუსული ჯარების შემდეგი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება” – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსული ჯარების უახლოესი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება.

ამის შესახებ დაზვერვის 15 ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ რუსული წყაროები ამტკიცებენ, საოკუპაციო ჯარები სევერსკის გარეუბნებს მიაღწიეს, თუმცა, ეს ფაქტი დადასტურებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ რუსული ჯარები თანდათან დასავლეთისკენ მიიწევდნენ და სევერსკის მიმართულებით დაბომბვებს და შეტევებს მიმართვადნენ.

“თუ სევერსკი კონტროლს დაექვემდებარა, შემდეგი სამიზნე, დიდი ალბათობით, ბახმუტი იქნება”, – აღნიშნავენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები