ჩრდილოეთ კორეა: უკრაინას არ შეუძლია, ისაუბროს სუვერენიტეტზე, როდესაც აშშ-ს ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებში ეხმარება

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, ისაუბროს სუვერენიტეტის საკითხებზე მას შემდეგ, რაც აშშ-ს „უსამართლო და უკანონო“ ქმედებებს შეუერთდა, რომლებიც ფხენიანის სუვერენიტეტს არღვევს.

უწყების განცხადება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, – წერს Reuters-ი.

ჩრდილოეთ კორეამ დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის ე.წ.დამოუკიდებლობა აღიარა, საპასუხოდ, კიევმა ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები