მიკოლაევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის ისმის.
როგორც ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა Telegram-ში დაწერა, ოკუპანტებმა, სულ მცირე, 10 ჭურვი ჩამოაგდეს.
“მიკოლაევი!! საჰაერო თავდასხმა!! 07:47. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის! სასწრაფოდ გადადით თავშესაფრებში!”, – დაწერა მან.
მოგვიანებით, სენკევიჩმა დაწერა, რომ ქალაქში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა და საჰაერო განგაშის, სირენების ხმა ისევ ისმის.
“მიკოლაევში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქებაა! საჰაერო განგაში გრძელდება! არ დატოვოთ სახლები და თავშესაფრები! ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით!”, – განაცხადა მან.