“სავარაუდოდ, ყველა – ვინც შიგნით იყო, დაიღუპა” – ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად კლინიკა დაზიანდა

ვინიცაზე სარაკეტო იერიშის შედეგად ერთსართულიანი სადიაგნოსტიკო კლინიკის შენობა დაზიანდა. სავარაუდოდ, ყველა – ვინც შენობაში იმყოფებოდა, დაღუპულია.

ამის შესახებ ვინიცას რეგიონული საბჭოს ტელეგრამის არხზეა ნათქვამი.

„არსებობს ინფორმაცია, რომ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის დროს ერთსართულიანი სადიაგნოსტიკო კლინიკის შენობა დაზიანდა. წინასწარი ვერსიით, ყველა, ვინც შენობაში იმყოფებოდა – დაღუპულია”, – ნათქვამია ცნობაში.

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ვინიცას ცენტრი დღეს დაბომბეს.

სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემით, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული, მათ შორის – სამი ბავშვი, 12 პირი დაკარგულად მიიჩნევა. ასევე, სამედიცინო დახმარებას 90-მა მოქალაქემ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები