ვინიცაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია (ფოტო)

ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდეა გაზრდილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაზრდილია ასევე დაშავებულთა რაოდენობა. სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის 90-მა მოქალაქემ მიმართა.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შემთხვევის ადგილზე პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები