სტოლტენბერგი: ნატო კიევის სამხედრო დახმარებაზეა ორიენტირებული და არა – ბლოკში მის გაწევრიანებაზე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამჟამად, ალიანსი კიევის სამხედრო დახმარებაზეა ორიენტირებული და არა – ბლოკში მის გაწევრიანებაზე.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ შეხვედრაზე თქვა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ძალა ამჟამად მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, „ახლა ეს არის მთავარი და არა – ნატო-ს წევრობა“.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ იგეგმება უკრაინის სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზაცია, რათა ეტაპობრივად კიევი ალიანსის წევრობას მიუახლოვდეს.

გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მძიმე, თანამედროვე იარაღის სისტემების მიწოდების გაზრდაზე მუშაობს. ამავე დროს, მან თქვა, რომ ნატო კონფლიქტის მხარე არ არის და მისი პასუხისმგებლობაა „მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ესკალაციის თავიდან აცილება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები