რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: დააანონსეს, რომ ექნებოდათ ალტერნატიული გეგმა და ამ გეგმის ფარატინა ფურცელზე ჩამოწერაც კი ვერ შეძლეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ნაწილის ულტიმატუმს და პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე მოთხოვნას სამარცხვინოდ და სასაცილოდ მიიჩნევს.

მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილმა საკუთარი გეგმის ფარატინა ფურცელზე ჩამოწერაც კი ვერ შეძლო.

“რაც უფრო მეტ საუბრობს ეს ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე, მით უფრო სამარცხვინო, სასაცილო და აბსურდულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს. დააანონსეს, რომ ექნებოდათ ალტერნატიული გეგმა და ამ გეგმის ფარატინა ფურცელზე ჩამოწერაც კი ვერ შეძლეს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები