ჯანმო მოუწოდებს ხელისუფლებებს, დააბრუნონ გაუქმებული ზომები, მათ შორის, პირბადის ტარება და მოსახლეობის ტესტირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა მთავრობებს, კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე ცნობილი ზომები, როგორებიც არის “ნიღბების ტარება, გაუმჯობესებული ვენტილაცია, ტესტირებისა და მკურნალობის პროტოკოლები“, კვლავ გამოიყენონ.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, “ომიკრონის” შტამის ქვეტიპები – BA.4 და BA.5 ცირკულირებენ და მსოფლიოში ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი სულ უფრო მზარდია.

გებრეისუსი ამბობს, რომ ქვეყნებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ტესტირება და გადაცემის ჯაჭვის მოკვლევა, რაც ართულებს გადაცემაზე ახალი ვარიანტების გავლენის შეფასებას, დაავადების მახასიათებლების და კონტრზომების ეფექტურობის შეფასებას.

“დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ვაქცინები ეფექტურად არ გამოიყენება. ვირუსი თავისუფლად ვრცელდება. ქვეყნები ვერ უმკლავდებიან დაავადების ტვირთს,” – თქვა მან.

ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, ინფიცირების ზრდის პარალელურად, დააბრუნონ გაუქმებული პრევენციული ზომები, გაააქტიურონ პროტოკოლები და განაახლონ მოსახლეობის ტესტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები