პოლონეთში ათასზე მეტი უკრაინელი ექიმი დასაქმდა

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ნეძელსკის განცხადებით, ქვეყანაში ათასზე მეტი უკრაინელი ექიმი გამარტივებული პროცედურით დასაქმდა.

ამის შესახებ მან ვარშავაში განაცხადა.

“ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, უკრაინის კრიზისის თვალსაზრისით, ნიშნავს იმას, რომ ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან, ქვეყანა დატოვონ, გამარტივებული პროცედურით პოლონეთში მუშაობის დაწყება შეუძლიათ“, – განმარტა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები