რუსეთში კაცმა უკრაინაში “სპეცოპერაციის” გაკრიტიკების გამო ცოლი პოლიციაში დააბეზღა

მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ გორკი-10-ის მკვიდრმა პოლიციაში მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

“მოსკოვსკი კომსომოლეც” წერს, რომ ამის მიზეზი უკრაინაში ე.წ სპეცოპერაციის გამო მეუღლეებს შორის უთანხმოება გახდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 37 წლის კაცმა პოლიციას ცოლის წინააღმდეგ ზომების მიღება სთხოვა.

მისი თქმით, ქალი “სპეცოპერაციასთან” დაკავშირებით ანტირუსულ განწყობებს აფიქსირებს და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შვილსაც განაწყობს.

დაწყებულია საქმის განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები