ჩასივ-იარში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია

ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში 5-სართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი ცხედრების რაოდენობა 46-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ დონეცკის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო Facebook-ზე წერს.

აღინიშნება, რომ ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილი ადამიანების რაოდენობა არ შეცვლილა. მაშველებმა 9 მოქალაქე გადაარჩინეს.

გაიწმინდა და დაიშალა სახლის 465 ტონაზე მეტი დანგრეული ელემენტი.

შემთხვევის ადგილზე სამუშაოები ამ დროისთვის გრძელდება.

9 ივლისს, საღამოს ოკუპანტებმა ქალაქი ჩასივ- იარი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი 5-სართულიან საცხოვრებელ კორსპუსს მოხვდა, შენობის ორივე სადარბაზო მთლიანად არის დანგრეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები