სტამბოლში 13 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაერო-ს წარმომადგენლების მონაწილეობით ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ხულუსი აქარმა განაცხადა.
“თურქეთის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაერო-ს დელეგაცია ხვალ სტამბოლში მოლაპარაკებებს გამართავენ”, – თქვა მინისტრმა.
შეხვედრა უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის საკითხს მიეძღვნება.