გასულ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 8.10%.