ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი – „პაქსლოვიდი“, რომელიც რისკის მქონე ადამიანებმა კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში უნდა მიიღონ

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანაში არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი – “პაქსლოვიდი”, რომელიც რისკის მქონე ადამიანებმა ვირუსის დადასტურების შემთხვევაში უნდა მიიღონ.

„სხვა ვირუსებისგან, რომელიც რესპირაციულ, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევენ, მათგან კოვიდის განსხვავება სიმპტომებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი განმასხვავებელი საშუალება არის მხოლოდ ტესტირებით კორონავირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. რისკის მქონე ადამიანებმა, ვისაც აქვს 65 წელზე მეტი ასაკი ან ნებისმიერი ქრონიკული დაავადება დადასტურების შემთხვევაში, კოვიდის წინააღმდეგ ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც დადასტურებიდან პირველ ხუთ დღეში უნდა მიიღოს ადამიანმა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები