ლიეტუვამ უკრაინის აღდგენისთვის 10 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ლიეტუვის მთავრობამ უკრაინაში გადაუდებელი აღდგენისთვის 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
“ეს სახელმწიფო დახმარება არის თანხები კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, ძირითადი საჭიროებებისა და ძირითადი სერვისებისთვის. უკრაინელები გაიმარჯვებენ, რადგან მათ მხარეს არის სიმართლე და მტკიცე გადაწყვეტილება – დაიცვან და ააშენონ ქვეყანა და მათი ეს მზაობა აჭარბებს აგრესორის ნგრევასა და სისასტიკეს”, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა სიმონიტემ და დასძინა, რომ „უკრაინის დახმარებით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაჩქაროთ გამარჯვება და ქვეყნის აღდგენა“.
ლიეტუვის მთავრობის დახმარება უკრაინის ეროვნულ ბანკს გადაეცემა.