უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ყველა მაცხოვრებელს, დაჩქარებული პროცედურით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება ექნება.
როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, კრემლის ამგვარი ნაბიჯი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას წარმოადგენს, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ყველა მაცხოვრებელს, დაჩქარებული პროცედურით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის უფლებას აძლევს.