უკრაინის ყველა მაცხოვრებელს რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მისცემენ – პუტინის განკარგულება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ყველა მაცხოვრებელს, დაჩქარებული პროცედურით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის უფლებას აძლევს.

დოკუმენტი რუსეთის იურიდიული ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.

„დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის ან ლუგანსკის ტერიტორიაზე ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, მიმართონ რუსეთის ფედერაციას გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე, ასეთი უფლება მხოლოდ უკრაინის იმ მოქალაქეებს ენიჭებოდათ, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები