მარკ რუტე: ნიდერლანდები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას ახლა და მომავალშიც

Netherlands' Prime Minister Mark Rutte (L) gestures next to Ukrainian President Volodymyr Zelensky while addressing a press conference, following talks in Kyiv on July 11, 2022. (Photo by Sergei SUPINSKY / AFP) (Photo by SERGEI SUPINSKY/AFP via Getty Images)

ნიდერლანდები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას ახლა და მომავალშიც, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუტემ შეაქო უკრაინელი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და აღნიშნა, რომ ისინი მსოფლიოს მუდმივ ყურადღებას იმსახურებენ.

„ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ჩვენ ყველა ველოდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია პასიურად ვუყუროთ როგორ ვითარდება სიტუაცია. ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და გავაგრძელოთ უკრაინის ყოველდღიურად პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი მხარდაჭერის ხშირად და ღიად გამოცხადებით, პუტინის რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებით და უკრაინასთან ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, – განაცხადა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მარკ რუტეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნიდერლანდები თავდაცვითი მხარდაჭერის ოდენობით, უკრაინის ტოპ პარტნიორთა ათეულშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები