ჩასივ-იარში 5-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20- მდე გაიზარდა
ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში 5-სართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი ცხედრების რაოდენობა 20-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ უკრაინის შსს-ში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
9 ივლისს საღამოს ოკუპანტებმა ქალაქი ჩასივ- იარი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი 5-სართულიან საცხოვრებელ კორსპუსს მოხვდა, შენობის ორივე სადარბაზო მთლიანად არის დანგრეული.