დღეს საქართველოში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს დილით სამი მიწისძვრა მოხდა. 09:18 საათზე 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მანამდე, ბიძგები თბილისის დროით 09:10 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო პირველი ბიძგები სამებასთან თბილისის დროით 07:36 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.