აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის ტიპის ოთხ სარაკეტო სისტემას; კონტრბატარეის სისტემებსა და სხვა ტიპის საბრძოლო მასალებს, მათ შორის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის 1 000 ვაზნას, რომელსაც აშშ „ახალი ტიპის“ საბრძოლო მასალას უწოდებს და უკრაინას ომის განმავლობაში პირველად აწვდის.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მორიგი სამხედრო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.