პოდოლიაკი: რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, ოპერატიულ პაუზას იღებენ

რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, ოპერატიულ პაუზას იღებენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ომში სიტუაციის გარკვეული შემობრუნება უკვე იწყება. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თავს დავესხმებით არმიის სტრუქტურების საწყობებსა და ოპერატიული მართვის ცენტრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენთვის – ეს არის იარაღის რაოდენობა, რომელიც იქნება ფრონტის ხაზზე. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის დღევანდელ მდგომარეობას. ანუ, ჩვენ უფრო სწრაფად დავიწყებთ ჩვენი ტერიტორიების განბლოკვას“, – განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები