საფრანგეთის სამხრეთით ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთით, სევენის რეგიონში, მონპელიეს ჩრდილოეთით ტყის მასშტაბურ ხანძარც ებრძვიან, რომელმაც ტერიტორიის 650 ჰექტარი უკვე გაანადგურა.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

ხანძარი 7 ივლისს, საღამოს გაჩნდა და მას მთელი ღამის განმავლობაში 600-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა, დილის საათებისთვის ის გავრცელებას აგრძელებდა. მაშველები „მეგახანძარზეც“ საუბრობდნენ, რადგან ის ათასობით ჰექტარ მწვანე ზონას ემუქრებოდა.

თუმცა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათისთვის, არლის პრეფექტის მოადგილემ განაცხადა, რომ ხანძარი აღარ ვრცელდება და გაჩნდა იმედი, რომ დღის ბოლომდე მისი ლოკალიზება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები