კანადამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მასში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შეიყვანა.

ამის შესახებ კანადის მთავრობის ვებგვერდზეა ნათქვამი.

სანქციების სიაში ასევე შეყვანილია რუსეთის “პირველი არხი”, ВГТРК, RT, Sputnik და სხვა რუსული მედიასაშუალება. იურიდიული პირების სიაში ასევე მოხვდნენ – საინფორმაციო სააგენტო Regnum-ი და “როსკომნადზორი”.

პატრიარქის გარდა, პერსონალური სანქციები შეეხო რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას​; “პირველი არხის” წამყვან ეკატერინა ანდრეევას; “რია ნოვოსტის” მიმომხილველ პეტრე აკოპოვს და Yandex ჯგუფის ყოფილ მმართველ დირექტორ ტიგრან ხუდავერდიანს.

გარდა ამისა, კანადა რუსული ოქროს იმპორტს კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები