მიხეილ სარჯველაძე: ვერავითარი დასაბუთება ვერ იქნება მოყვანილი, რომ თითქოსდა დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობდა

ვერავითარი დასაბუთება, მყარი არგუმენტი ვერ იქნება მოყვანილი, რომ თითქოსდა დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ამჟამად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, ახლა ოპოზიციას არგუმენტაცია უჭირს, როდესაც საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სულისკვეთება მოიცავდა, გინდა თუ არა, კონკრეტული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ გადაწყვეტილებების მიღებასა და ასე შემდეგ. რასაკვირველია, აქ ვერავითარი დასაბუთება ვერ იქნება, არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ამჟამად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, გულისხმობდა წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და ასე შემდეგ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები