რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კრამატორსკის მერმა, ალექსანდრე გონჩარენკომ განაცხადა.

„კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები. ვიკვლევთ შედეგებს, მუშაობენ სამაშველო სამსახურები. დარჩით თავშესაფარში, საფრთხეს არ ჩაუვლია“, – განაცხადა გონჩარენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები