“მაიმუნის ყვავილისგან” მსოფლიოში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში “მაიმუნის ყვავილით” გარდაცვალების კიდევ ორ ფაქტს ადასტურებენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამ დრომდე სიკვდილიანობის მხოლოდ ერთი შემთხვევის შესახებ იყო ცნობილი.

ასევე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსი დამატებით კიდევ 33 ქვეყანაში გავრცელდა, სამედიცინო ორგანიზაციების ცნობით კი, შემთხვევების რიცხვი რეგულარულად იზრდება.

ჯანმო-ს და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს არაენდემურ ქვეყნებში “მაიმუნის ყვავილის” 5949 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. თუმცა, არაოფიციალური რიცხვები შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები