ანრი ოხანაშვილი: ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული, მზად ვართ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე
„ქართული ოცნება“ არის პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, აგრესიულ რიტორიკაზე გარკვეული მორატორიუმი გამოაცხადოს.
“გვექნება კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და იმედი მაქვს, რომ ყველა უარს იტყვის და თავს შეიკავებს სიძულვილის ენისგან. „ქართული ოცნება“ არის პირველი, რომელმაც განაცხადა, ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული და ჩვენ მზად ვართ გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე, კამპანიაზე და ა.შ. დაველოდებით კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.