ირაკლი კობახიძე – ელენე ხოშტარიაზე: თავის რუსულ რუბლებს მიხედოს, რითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამდიდრდა მისი ოჯახი

ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„სხვა კომენტარის გაკეთება ხოშტარიაზე უბრალოდ არ შეიძლება, თავის მილიონობით რუსულ რუბლს მიხედოს, რითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამდიდრდა მისი ოჯახი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ ვახტანგ გომელაურისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისა და კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესება მოითხოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები