დავით ნარმანია: ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს კარგი გამომუშავება აქვს და ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გააქვს.

“ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში გადიოდა ექსპორტზე. ბოლო წლებში, როდესაც ელექტროენერგიის სიჭარბეა, ეს ხდება მაისი-ივნისი, შესაძლოა ივლისის გარკვეული დღეებიც, ექსპორტი ორ ქვეყანაში – თურქეთსა და სომხეთში ხორციელდება. დეფიციტურ თვეებში კი ელექტროენერგია პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის, რუსეთიდან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები