ბათუმის სასამართლომ თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა. ეს ერთ-ერთი ბრალდება იყო, რასაც გამოძიება ოზთურქს ედავებოდა. თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია.
გალიფ ოზთურქის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარუდგინა მტკიცებულების სახით სასამართლოს ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები