“უნგრეთს სურს, მაგრამ არ შეუძლია, უარი თქვას რუსეთის ნავთობზე” – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

“მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შემცვლელს ვერ იპოვის”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ CNN-თან ინტერვიუში.

“საკითხავია, შეგვიძლია თუ არა, ჩავანაცვლოთ რუსული გაზი და ნავთობი ქვეყანაში. ამ დროისთვის ჩვენი პასუხია – არა. ეს არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ ეს ფიზიკურად შეუძლებელია”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა უნგრეთი ევროკავშირის ნავთობის ემბარგოდან გამორიცხვას.

“ევროპაში რუსეთის მიწოდების ძალიან მცირე ნაწილს ვიღებთ. ენერგიის მიწოდება არის ფიზიკური საკითხი და არა – ფილოსოფიური. რატომ მოვითხოვეთ გამონაკლისი ნავთობის ემბარგოდან? რადგან თუ ის არ გვექნებოდა, ქვეყანა ფიზიკურად ვერ შეძლებდა საკმარისი ნავთობის მიღებას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები