გაერო: უკრაინაში 5 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 335 ბავშვია

გაერო-ს მონაცემით, 3 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 5 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

კერძოდ, როგორც ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა თქვა, ომში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, უმეტესად – საცხოვრებელ ადგილებში ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების შედეგად.

ორგანიზაციის მონაცემით, დაღუპულია 4889 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 335 ბავშვია.

ამავდროულად, ბაჩელეტის თქმით, რეალური რიცხვები შესაძლოა, ბევრად დიდი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები