მაიკ პომპეომ შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტად კენჭი იყაროს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკ პომპეო ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ მან საბერძნეთში კონფერენცია Economist-ის დროს თქვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მზად, დონალდ ტრამპთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, პომპეომ თქვა, რომ ასეთ სცენარს არ გამორიცხავს.

მან ასევე თქვა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს.

პომპეომ შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, პირველ ყოვლისა, ეკონომიკაში.

მისი თქმით, ამერიკელები ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, როდესაც, მაღალი ფასების გამო, კომუნალური გადასახადების და ბინის ქირის გადახდა უჭირთ.

საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას დიპლომატმა თქვა, რომ დღეს მსოფლიოს ქვეყნები საგანგებო გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთაგან მთავარია უსაფრთხოების დაკარგვა.

პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტების გადაწყვეტა დიალოგის გზით უნდა ხდებოდეს.

მაიკ პომპეო, ისევე – როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია. ტრამპი მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას, მაღალი ალბათობით, მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები